რუმიფოსი / Rumifos

სულადობის შემანარჩუნებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებლი და ზრდის მასტიმულიერებელი საშუალება,  გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების,  ფრინველებისა და თევზებისათვის

მწარმოებელი კომპანია:  შპს "კორონი", საქართველო

I.    ზოგადი ცნობები


1.    საკვები  დანამატი, “რუმიფოსი», პერორალური ხსნარი (Rumifos, solution oral) - წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ენდემური კულტურების (Triticum durum, Avena sativa, Hordeum vulgare, Zea mays) ექსტრაქციის გზით. პროდუქტის მიღების უნიკალური ტექნოლოგია (მოდიფიცირებულ გარემოში მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის მეთოდი) შემუშავებულია ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე. საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია. შემადგენლობა: რუმუფოსის კონცენტრატი - 100%.
გარეგნული აღწერილობით წარმოადგენს მუქი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარს.

2.    დაფასოებულია 50, 100, 250, 500 მლ, 1ლ და 5ლ გაუმჭვირვალე პლასტიკურ ფლაკონებში; 2 და 5 მლ-იან  მინის ამპულებში
დაფასოების ყველა ერთეულს უკეთებენ მარკირებას,  მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისი მისამართი და სავაჭრო ნიშანი, ასევე საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება ქართულ და ლათინურ ენაზე, საკვები დანამატის შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია
ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, 5-დან 25 °С ტემპერატურაზე ვარგისობის ვადა - 2 წელი დამზადების დღიდან.
ვადის გასვლის შემდეგ საკვებ დანამატის გამოყენება აკრძალულია

II.    ბიოლოგიური თვისებები


საკვები დანამატის (ანუ ფიტობიოტიკის) შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა კომპლექსი, სრულად ანაცვლებს საკვებში საკვები ანტიბიოტიკების გამოყენების მოთხოვნებს. ამის გამო გამოირიცხება ანტიბიოტიკების  მოხვედრა მეცხოველეობის პროდუქტებში, იზრდება ცხოველთა პროდუქტიულობა  და მიიღწევა წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი. საკვები დანამატი ავლენს ანტიმიკრბულ აქტივობას Staphylococcus aureus,  Bacillus subtilis,  Escherichia coli, Candida albicans მიმართ. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სინერგიზმი, რომელიც ეფექტური რაოდენობით შედის საკვები დანამატის შემადგენლობაში აძლიერებს ცხოველის  იმუნურ სისტემას, ზრდის ცოცხალი მასის ნამატს, უზრუნველყოფს სულადობის გადარჩენასა და საკვები ნივთიერებების ათვისებადობის მაღალ დონეს, იცავს ინფექციური დაავადებებისაგან, არეგულირებს pH-ს, თრგუნავს პათოგენური ორგანიზმების ზრდას, ააქტიურებს და აღადგენს ნაწლავების ბუნებრივ მიკოლოფლორას (ბიფიდობაქტერიები, პროპიონმჟავა ბაქტერიები), ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ააქტიურებს ვიტამინების პროდუცირებას.  “რუმიფოსი“ ახდენს ძვალ-კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორთა ინტენსიფიცირებას, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას.
4.    საკვები დანამატი “რუმიფოსი“-ს გამოყენებით:
•    იზრდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საერთო სულადობა
•    მცირდება საკვების დანახარჯი პროდუქციის ერთეულზე, ამასთან უმჯობესდება კანის, ტყავის, მატყლის, ბეწვის, ხორცის ხარისხი და მისი საგემოვნო თვისებები.
•    აღადგენს ფაშვისა და ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას, ბიომასა იზრდება 16%-ით;
•    იზრდება საშუალო დღიური წონამატი 15-25%-ით
•    იზრდება ხორცის  ხარისხის მახასიათებლები, მარმარილოსებურობა 11.5%-ით, ამცირებს თავისუფალ ტენს 4,2%-ით, ზრდის შებოჭილს ტენს 3,4%-ით, ხორცის კალორიულობას 3,4%-ით და ამით აუმჯობესებს ტექნოლოგიურ და გემოვნებით მაჩვენებლებს.
•    კვერცხმდებლობა იზრდება 7-15%-ით;

III. გამოყენების ჩვენებები და დოზირება


5.    საკვები დანამატი “რუმიფოსი“ გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის, როგორც სულადობის შემანარჩუნებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებლი და ზრდის მასტიმულიერებელი საშუალება, გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, მაღალპროდუქტიული ფურების კეტოზების წინააღმდეგ პროფილაქტიკისათვის, ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების (ენტერიტებით ან საკვებით გამოწვეული დიარეების) და დისბაქტერიოზის დროს, ცოცხალი მასის ზრდის, საკვების კონვერსიის შემცირებისათვის, საკვების ათვისების პრობლემებისას ასხლეტამდე და მის შემდეგ პერიოდში, გინეკოლოგიური დაავადებებისა და მშობიარობის შემდეგ მასტიტების პროფილაქტიკისათვის.
6.    საკვები დანამატი “რუმიფოსი“ მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, ყოველდღიურად.
-    სასოფლო სამეურნეო ცხოველებს: 0,1მლ 100კგ  ც. წ-ზე, დღეში ერთჯერ.
-    მსხვილფეხა პირუტყვს, მერძეულს: 0.05-0,07მლ/100კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ;
                            მეხორცულს: 0,1მლ/100კგ ც. წ-ზე. დღეში ერთჯერ;
-    ცხენებს: 0,05 - 0,075 მლ/ 100 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ;
-    ფრინველებს: 0.001 მლ 1 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ;
-    სულადობის შენარჩუნების გასაუმჯობესებლად: 0,1მლ 100კგ ც.წ-ზე,დღეში ერთჯერ;


        საკვებში შესაყვანი დოზები:




7.    განსაკუთრებული მითითებები: რეკომენდებულია გამოსაყენებლად მსხვილფეხა პირუტყვის მშრალობის პერიოდში, ენერგიის დეფიციტის დროს (უკმარისობისას).
8.    თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტებთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებდანამატებთან.
9.     გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.
10.    სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველისა და თევზის პროდუქცია საკვებდანამატის გამოყენების შემდეგ გამოიყენება სასურსათო მიზნებისათვის შეზღუდვების გარეშე.

IV. პირადი პროფილაქტიკა


11.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.
12.    კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
13.    ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი)
14.    შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ინსტრუქცია შემუშავებულია შპს "კორონის" მიერ

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი: შპს "კორონი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8