გველების ბიოლოგიური შემაჩერებელი ”მანგუსტი“

(Mangust, Biological Stopper)

 


რეპელენტი, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ბიოლოგიური შემაჩერებელი,
საკარმიდამო და საყოფაცხოვრებო გარემოს დასამუშავებად

მწარმოებელი: შპს "ბიოტეკსი", საქართველო

I.     ზოგადი ინფორმაცია


1.    რეპელენტი, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ბიოლოგიური დამაფრთხობელი, შესასხურებელი ხსნარი გამოიყენება საკარმიდამო და საყოფაცხოვრებო გარემოს დასამუშავებად.

 

2.    ნანოკოლოიდური ხსნარის შემადგენლობაში შედის:

 

ფიტომერკაპტანები არანაკლებ 3 %
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი

 

3.    გამოშვების ფორმა: 50მლ, 200მლ, 500მლ სპრეის სახით

 

4.    დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები
პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში.
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან დაცულ ადგილას, მხოლოდ ორიგინალ შეფუთვაში.
ნუ გამოიყენებთ ცარიელებულ კონტეინერს

 

II.    გამოყენების ჩვენებები

 

5.    ბიოლოგიური შემაჩერებელი ეფექტურად უმკლავდება გველებს. გამოიყენება შენობა-ნაგებობის გარშემო ან ფანჯრის რაფებთან, კარის ზღურბლზე; ფარეხში, ფარდულში, საცურაო აუზთან, ბაღ-ბოსტნებში (ხის ქერქის დასამუშავებლად),  მინდვრებსა და სავარგულებში, მათ შორის შეშის სათავსოებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველების არსებობა. ნადირობისა თუ სხვა სამუშაოების შესრულებისას შესაძლოა ფეხსაცმელისა და ჩექმის დამუშავება. Aასევე დასაშვებია მისი გამოყენება იმ ადგილებში სადაც ბავშვები და ცხოველები თამაშობენ.

 

6.    ბიოლოგიური შემაჩერებელი ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია ფოთლის ზედაპირზე დასხმა).


ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება გველებისათვის

•    არ შეიცავს ნაფტალინს
•    უსაფრთხოა, როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისათვის
•    მოქმედებს წლის ნებისმიერ პერიოდში
•    ადვილად გამოყენებადია და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით


III.     გამოყენების წესი და დოზირება


7.    გამოიყენება წერტილოვანი დასხურების მეთოდით შეასხურეთ მოცემული საშუალება 20-30 სმ ინტერვალით წყვეტილ ზოლად იმ ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ. არ არის აუცილებელი მოცემული საშუალებით მიწის მთლიანად დამუშავება.

პროფილაქტიკის ან ზოგადი პრევენციის მიზნით 500 მლ საკმარისია 250-500 გრძივ მეტრზე. შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვეველით.

 

პრეპატარი არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი.

საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფა შესაძლებელია 30 დღის ინტერვალით გამეორების შემთხვევაში.

 

8.     სხვა გამაფრთხილებელი ზომები: ნუ დაასხავთ ბოსტნეულს და ბალახოვან კულტურებს, აგრეთვე, ყვავილებს.

 

IV.     პირადი პროფილაქტიკის ზომები


9.    პირველადი დახმარება: მოცემულმა პროდუქტმა თვალში ან კანზე მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ამოიბანეთ ის საპნიანი წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში მოიბანეთ გაღიზიანებული ადგილი საპნითა და წყლით. თუ გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს.

 

10.    პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში. შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში, მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ დაცარიელებულ კონტეინერს. გადააგდეთ ის ნაგავში.