აპიდასი / Apidas
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, იმუნოსტიმულიატორი. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: კორონი, საქართველო. შემადგენლობა: ნანოპეპდიდ-ამინო-ვიტკარბონი-800 გამოშვების ფორმა: 10 მლ და 30 მლ მინის ფლაკონში გამოყენების ჩვენებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი აპიდასი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების (ასკოფეროზის, ასპერგილოზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის, პარასიდამპლის, პარატიფის, გაფნიოზის, კოლიბაქტერიოზის, სეპტიცემიის), ფუტკრის ნოზემატოზის მკურნალობის დროს და აგრეთვე, პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ფუტკრის ოჯახების განვითარების სტიმულირებისათვის გაზაფხულზე და საშემოდგომო გაზრდის პერიოდში.
ფუნგისანი / Phungisan
წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფუნგიციდური, სადეზინფექციო საშუალება. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: სოფია, ბულგარეთი. შემადგენლობა: პრეპარატი “ფუნგისანი ბიოციდური ხსნარი” შეიცავს 5.0% დიდეცილ-დიმეთილ ამონიუმის ბრომიდს. გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ფუტკრებში, როგორც Ascosphera apis და Aspergillus spp აღმძვრელის მიმართ, როგორც სადეზინფექციო საშუალება. პრეპარატი ახასიათებს (Ascosphera apis, Aspergillus spp.) ფუნგიციდური მოქმედება. გამოყენების სფერო: სკების შიგნითა ზედაპირის დეზინფექცია (ფიჭის ჩარჩოების ჩათვლით). შეფუთვა: 50 მლ და 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონი, მუყაოს კოლოფში.
ნოზესტატი / Nosestat
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ-სოფია, ბულგარეთი. შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი შეიცავს: იოდი (Iodine) – 4.0 გ, ჭიანჭველამჟავა (Formic Acid) – 5.0 გრ, გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფუტკრების ნოზემატოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. გამოშვების ფორმა: პრეპარატი ნოზესტატი არის ხსნარი ექსტემპორალური შერევისათვის, რომელიც წარმოდგენილია ორი სახის ფლაკონში: ფლაკონი №1 შეიცავს 100 მლ იოდის ხსნარს; ფლაკონი №2 – 20 მლ ჭიანჭველმჟავას ხსნარს.
ეკოსტოპი / Ecostop
წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების პლასტიკური ფირფიტა, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული საშუალება: აკარიციდული საშუალება. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: “პრიმავეტ-სოფია”, ბულგარეთი. შემადგენლობა: თითოეული ფირფიტა შეიცავს: თიმოლი 5.0 გ; პიტნის ზეთი 2.0 გ. გამოყენების ჩვენებები: ფუტკრების ვაროატოზის და აკარაპიტოზის (ტრაქეის ტკიპა) პროფილაქტიკა და მკურნალობა. გამოშვების ფორმა: 1 ცალი მუყაოს ყუთი წარმოდგენილი 6 ფირფიტით.
ვაროსტოპი / Varostop
წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების ხის ზოლისებური ფირფიტა, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული საშუალება: აკარიციდული საშუალება. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ-სოფია, ბულგარეთი. შემადგენლობა: პრეპერატი წარმოადგენს ღია ყვითელი-კრემისფერი შეფერილობის ხის ზოლისებურ ფირფიტას, სუნის გარეშე. თითოეული ფირფიტა გაჟღენთილია და შეიცავს: ფლუმეტრინს 10%-იანი - 3,6 მგ. გამოშვების ფორმა: ათი ხის ზოლისებური ფირფიტის პირველადი შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. თითოეული ფირფიტა შეფუთულია პოლიეთილენის ფოლგაში. თითოეული ინდივიდუალური შეფუთვა თავის მხრივ შეფუთულია ორმაგ ალუმინის ფოლგაში.
სტარტოვიტი / Startovit
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანულები, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური საკვები დანამატი. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ-სოფია, ბულგარეთი. შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი 0.430გ, კობალტის ქლორიდი 0.019გ, დინატრი ფოსფატი 0.010გ, დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი 5.0 გ-მდე გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფის შეფუთვაში მოთავსებულია 5 პოლიეთილენის პაკეტი, თითოეული 5გ-ის ოდენობით. დანიშნულება: ფუტკრის ოჯახების სტიმულირებისათვის. მოქმედების მექანიზმი: სტარტოვიტი, მასში შემავალი ნატრიუმის, ქლორის, კობალტისა და ფოსფორის იონების შემცველობის საფუძველზე, სტიმულირებს დედის კვერცხმდებლობაზე და ფუტკრის შრომისუნარიანობაზე. შედეგად, ჩქარდება ფუტკრის ოჯახების ოპტიმალური განვითარება გაზაფხულზე, ხოლო ფუტკრის პროდუქტების მოპოვება-მატულობს,