აპიდასი / Apidas
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, იმუნოსტიმულიატორი. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: კორონი, საქართველო. შემადგენლობა: ნანოპეპდიდ-ამინო-ვიტკარბონი-800 გამოშვების ფორმა: 10 მლ და 30 მლ მინის ფლაკონში გამოყენების ჩვენებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი აპიდასი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების (ასკოფეროზის, ასპერგილოზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის, პარასიდამპლის, პარატიფის, გაფნიოზის, კოლიბაქტერიოზის, სეპტიცემიის), ფუტკრის ნოზემატოზის მკურნალობის დროს და აგრეთვე, პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ფუტკრის ოჯახების განვითარების სტიმულირებისათვის გაზაფხულზე და საშემოდგომო გაზრდის პერიოდში.