სტარტოვიტი / Startovit

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანულები, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური საკვები დანამატი.

 

სამიზნე სახეობა: ფუტკარი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ - სოფია, ბულგარეთი.

 

შემადგენლობა

 

ნატრიუმის ქლორიდი 0.430გ, კობალტის ქლორიდი 0.019გ, დინატრი ფოსფატი 0.010გ, დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი 5.0 გ-მდე.

 

გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფის შეფუთვაში მოთავსებულია 5 პოლიეთილენის პაკეტი, თითოეული 5გ-ის ოდენობით.

 

დანიშნულება: ფუტკრის ოჯახების სტიმულირებისათვის.

 

მოქმედების მექანიზმი: სტარტოვიტი, მასში შემავალი ნატრიუმის, ქლორის, კობალტისა და ფოსფორის იონების შემცველობის საფუძველზე, სტიმულირებს დედის კვერცხმდებლობაზე და  ფუტკრის შრომისუნარიანობაზე. შედეგად, ჩქარდება ფუტკრის ოჯახების ოპტიმალური განვითარება გაზაფხულზე, ხოლო ფუტკრის პროდუქტების მოპოვება-მატულობს, ბარტყის რაოდენობა იზრდება 74%-მდე, ხოლო სეზონის მანძილზე ფუტკრის რაოდენობა მატულობს 30%-მდე. გაზაფხულზე მისი გამოყენება ძლიერ განვითარებულ ფუტკრის ოჯახებში მიგვიყვანს ნაყრიანობის მდგომარეობამდე.

 

გამოყენების ჩვენებები

 

გაზაფხულზე - სუსტ და საშუალო სიძლიერის ოჯახებში რათა გადაილახოს ცვალებადი პირობები და დაჩქარდეს ოჯახის განვითარება ღალიანობის დაწყებამდე.

 

ზაფხულის I ნახევარში: ძლიერ ფუტკრის ოჯახებში, რათა შეიქმნას ნუკლეუსები (ახალი ოჯახები).

 

ზაფხულის II ნახევარში: დედის კვერცხმდებლობისა და ფუტკრის ოჯახებში ახალგაზრდა ფუტკრების რაოდენობის შენარჩუნებისათვის.

 

გამოყენების წესი და დოზირება

 

თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 პაკეტს, თითოეული 5გ-ის ოდენობით. ერთი 5გ პაკეტი იხსნება 10ლ. შაქრის სიროფში (1:1).
ფუტკრის ოჯახს ეძლევა 500 მლ. სიროფი 3-5 ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.


შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად