ნოზესტატი / Nosestat

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი.

 

სამიზნე სახეობა: ფუტკარი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ-სოფია, ბულგარეთი.

 

შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი შეიცავს: იოდი (Iodine) – 4.0 გ, ჭიანჭველამჟავა (Formic Acid) – 5.0 გრ.

 

 

გამოყენების ჩვენებები

 

გამოიყენება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფუტკრების ნოზემატოზის პროფილაქტიკისა და  მკურნალობისათვის.

 

გამოშვების ფორმა

 

პრეპარატი ნოზესტატი არის ხსნარი ექსტემპორალური შერევისათვის, რომელიც წარმოდგენილია ორი სახის ფლაკონში:


ფლაკონი №1 შეიცავს 100 მლ იოდის ხსნარს;
ფლაკონი №2 – 20 მლ ჭიანჭველმჟავას ხსნარს.
ფლაკონი №1-ის მოცულობა შეადგენს 100 მლ, დამზადებულია მუქი ყავისფერი პოლიეთილენის ტერეფტალატის მასალით, დახურულია თეთრი ფერის პოლიეთილენის თავსახურითა და დამცავი ჩაჩით, ასევე შესაძლოა იყოს მუქი ყავისფერი შუშის, რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით.
ფლაკონი №2-ის მოცულობა შეადგენს 20 მლ, დამზადებულია თეთრი ფერის პოლიეთილენის მასალით, თავდახურულია თეთრი ფერის პოლიეთილენის თავსახურითა და დამცავი ჩაჩით. ორივე ფლაკონი და საზომი შპრიცი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

გამოიყენება თანაკვების სახით (1:1) შაქრის სიროფთან ან თაფლისა და შაქრის ნარევთან ერთად. ფლაკონი №2-ის (20 მლ) შიგთავსი შეურიეთ ფლაკონი №1-ის (100 მლ) შიგთავსს. მიღებული ხსნარის 5 მლ დაუმატეთ 1 ლ შაქრის სიროფს ან 1 კგ თაფლისა და შაქრის ნარევს. მიღებული სამკურნალო სიროფი გამოიყენება 3-ჯერადად 3 დღის ინტერვალით 500-800 მლ დოზით. 1 კვირის შემდეგ გაიმეორეთ იგივე სქემით. თაფლისა და შაქრის სამკურნალო ნარევი გამოიყენება ერთჯერადად 200-300 გრ დოზით. გამეორება შესაძლებელია პირველი დოზის სრულად მიღების შემდეგ 1 კვირაში.

 

შენახვის პირობები

 

ნოზესტატი ინახება დახურული, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილზე, 15 – 30°C ტემპერატურაზე, ჰაერის ტენიანობა 60%± 5%.

 

ვარგისიანობის  ვადა

 

შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია გამოშვებიდან 24 თვის განმავლობაში. 

 

იხილეთ სრულად