ფუნგისანი / Phungisan

წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფუნგიციდური, სადეზინფექციო საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: ფუტკარი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ - სოფია, ბულგარეთი.

 

შემადგენლობა

 

პრეპარატი "ფუნგისანი ბიოციდური ხსნარი" შეიცავს 5.0% დიდეცილ-დიმეთილ ამონიუმის ბრომიდს.

 

გამოყენების ჩვენებები

 

გამოიყენება ფუტკრებში, როგორც Ascosphera apis და Aspergillus spp აღმძვრელის მიმართ, როგორც სადეზინფექციო  საშუალება. პრეპარატი ახასიათებს (Ascosphera apis, Aspergillus spp.) ფუნგიციდური მოქმედება. გამოყენების სფერო: სკების შიგნითა ზედაპირის დეზინფექცია (ფიჭის ჩარჩოების ჩათვლით).

 

შეფუთვა: 50 მლ და 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონი, მუყაოს კოლოფში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

პრეპარატი გამოიყენება როგორც 1% სამუშაო ხსნარი, ჯაგრისით წასმის ან შესხურების გზით.

 

სკის დეზინფექცია პრეპარატის წყალხსნარით ნაყრის ან ფუტკრის ოჯახის ჩასმამდე. 2ლ ანადუღარ წყალს ემატება 20 მლ პრეპარატი "ფუნგისანი". გულმოდგინედ ესმევა ჯაგრისით  ან შესხურება ხდება სკის კედლებსა და ძირზე. დანახარჯი _ 150 დან 200 მლ-მდე ერთ სკაზე.

 

საკუჭნაოს ჩარჩოების და ფიჭების დეზინფექცია საწყობში შეტანამდე,   ფიჭების და ჩარჩოების დამუშავება ბუდის გაფართოვების დროს. შესხურება-ფიჭების და ჩარჩოების სადეზინფექციო ხსნარით, 10 დან 20 მლ-ის ოდენობით (20 მლ პრეპარატი ფუნგისანი 2 ლიტრ ანადუღარ წყალში) ერთ ცალზე გადაანგარიშებით.


შენახვის პირობები

 

ორიგინალურ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივებიდან დაცულ შენობაში, ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.

 

იხილეთ სრულად