ბიოზანი 500 / Biozan 500
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 375 მგ, ოქსფენდაზოლს 125მგ. დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, ლაქტოზა, პოლიეთილენგლიკოლი 600, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლოვინილპიროლიდონი. გამოშვების ფორმა: 50 და 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
ბიოზანი 900 / Biozan 900
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა. მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო. შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 600მგ, ოქსფენდაზოლს 300მგ. გამოყენების ჩვენებები ბიოზან 900-ის შემადგენლობაში შემავალი (ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზოლი) ორი ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს ცხოველების სრულ დეჰელმინთიზაციას.
ალბექსი 250 / Albeks 250
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ფრინველი. მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 250 მგ. გამოყენების ჩვენებები მსხვილფეხა პირუტყვი: ნემატოდებით, ცესტოდებით და ტრემატოდებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი კონტეინერში.
ალბექსი 400 / Albeks 400
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში; ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ფრინველი. მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 400მგ. გამოყენების ჩვენებები ცხენის, მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, სხვა ცხოველების, ფრინველის დეჰელმინთიზაცია, მათ შორის: ცხენი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი. ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი.
ალბექსი 600 / Albeks 600
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ირემი, აქლემი, ველური მცოხნავები, თხა, ცხვარი, ღორი, ფრინველი. მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 600მგ. გამოყენების ჩვენებები მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი. ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი. ტრემატოდები: ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზები.
ალბექსი 3000 / Albeks 3000
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი. მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენილობა; 1 ბოლუსი შეიცავს: ალბენდაზოლს 3000მგ. გამოყენების ჩვენებები გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ნადირის, ფრინველის დეჰელმინთიზაციისთვის, მათ შორის: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზების (ბუნოსტომოზი, ჰემონქოზი, კოოპერიოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, სტრონგილატოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ქაბერტიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი); ცესტოდოზების (ავიტელინოზი, მონიეზიოზი, თიზანიეზიოზი) მიმართ.