ოვერ რელაქსინი / Over Relaxin

ნატურალური დამამშვიდებელი საშუალება ძაღლებისა და კატებისთვის
(მწარმოებელი ფირმა „Over Group Spółka z ograniczoną odpowiedzialnością Spółka Komandytowa”)

 

შემადგენლობა:

 

Dicalcium Phosphate, Microcrystalline Cellulose, Maltodextrin, Acaciagummi, Hops (Humusluslupulus L), Valeriaroot (Valeriana officinalis L.), Gingerextract (Zingirber officinalis), Saltsoffatty acid, Silicon Dioxide, Polyvinylpyrrolidone, Hydroxypropyl Methylcellulose, Sterid Acid, Iron Oxides, Ltryptophane.

 

ჩვენებები

 

Over Relaxin არის ნატურალური დამამშვიდებელი საშუალება ცხოველებისათვის, რომელიც ეხმარება სტრესულ სიტუაციებთან და ჭარბ აგზნებასთან გამკლავებაში. სვიისა და კატაბალახას ექსტრაქტებს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება ადვილად დაძინებაში. Over Relaxin-ის გამოყენება რეკომენდებულია ცხოველებში არასასურველი ქცევის კორექციისათვის, როგორიცაა შიშის გრძნობა, მომატებული სქესობრივი აგზნება, სხვადასხვა ფობიები, ხმაური ამძუვნების დროს, აკვიატებული ლოკვა, უმიზეზო ყეფა, ნიშნის დადება ბინაში, ჭარბი მოუსვენრობა ცრუ მაკეობის დროს, დაგრილების იმიტაცია; აგრეთვე სტრესის პროფილაქტიკისათვის ტრანსპორტირებისა და საბინადრო ადგილის შეცვლის დროს, ავტო- და ავიატრანსპორტში ცხოველებში ზღვის ავადმყოფობის (ღებინება და სალივაცია) სიმპტომების კუპირებისათვის.

 

გამოყენების წესი

 

ძაღლები: 2-3 აბი /10 კგ სხეულის მასაზე, კატები: 1 აბი დღეში ერთხელ, დღე-ღამეში არაუმეტეს 2 აბისა.


სტრესის პროფილაქტიკისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას (გამოფენები, გრუმინგი, ავტო- და ავიატრანსპორტირება, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, სტუმრების მოსვლა, ახალი გარემო და სხვა), პრეპარატს უნიშნავენ 2-3 დღით ადრე.

 

ზღვის ავადმყოფობის პროფილაქტიკისათვის და ღებინების საწინააღმდეგოდ  პრეპარატს უნიშნავენ ერთჯერადად ტრანსპორტირებამდე 1-2 საათით ადრე.

 

შეფუთვა: 30 აბი