ფლორვილი 30% / Florvil 30%
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი. სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი. შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: 300მგ ფლორფენიკოლს. აღწერა: ღია მოყვითელო ფერის გამჭვირვალე ხსნარი. გამოშვების ფორმა: პრეპარატი გამოდის 200მლ, 500მლ, 1ლ და 5ლ პოლიეთილენის შეფუთვაში
ესპაკოქცი 2,5%
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიკოქციდიური პრეპარატი. სამიზნე სახეობა: ქათამი, ბატი, იხვი, ინდაური. მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი. შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ტოლტრაზურილს 25 მგ. გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ქათმის, ბატის, იხვის და ინდაურის კოქციდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალური პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად და იმისათვის რომ შემცირდეს ოოცისტების გარემოში გამოყოფა, კოქციდიოზის მიმართ არაკეთილსაიმედო მეურნეობებში პრეპარატი უნდა დაენიშნოს ფრინველს პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე.
პლურიკოქცინი / Pluricoccin
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ანტიკოქციდიური პრეპარატი. სამიზნე სახეობა: ქათამი, ინდაური, ბოცვერი, ბხო, ბატკანი, ღორი. მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი. შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: სულფაქუინოქსალინს 75მგ, პირიმეტამინს 22,5 მგ და შემავსებელი 1მლ-მდე. გამოყენების ჩვენებები ქათამი: წვრილი და ბრმა ნაწლავის კოქციდიოზი გამოწვეული Eimeria tenella, Eimeria necatrix, Eimeria brunetti, Eimeria maxima, Eimeria mitis, Eimeria praecox, Eimeria hagani, Eimeria mivati, Eimeria acervulina. ინდაური: კოქციდიოზით გამოწვეული Eimeria meleagridis, Eimeria gallopavonis. ბოცვერი: ნაწლავების კოქციდიოზი გამოწვეული Eimeria perforans, Eimeria magna, Eimeria irresidua, ღვიძლის კოქციდიოზი გამოწვეული Eimeria
ალბექსი 250 / Albeks 250
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ფრინველი. მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 250 მგ. გამოყენების ჩვენებები მსხვილფეხა პირუტყვი: ნემატოდებით, ცესტოდებით და ტრემატოდებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი კონტეინერში.
ალბექსი 400 / Albeks 400
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში; ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ფრინველი. მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 400მგ. გამოყენების ჩვენებები ცხენის, მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, სხვა ცხოველების, ფრინველის დეჰელმინთიზაცია, მათ შორის: ცხენი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი. ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი.
ალბექსი 600 / Albeks 600
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება. სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ირემი, აქლემი, ველური მცოხნავები, თხა, ცხვარი, ღორი, ფრინველი. მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო. შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 600მგ. გამოყენების ჩვენებები მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი. ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი. ტრემატოდები: ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზები.