ალბექსი 250 / Albeks 250

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შედგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 250 მგ.


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა პირუტყვი: ნემატოდებით, ცესტოდებით და ტრემატოდებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.


გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, საკვებთან ერთად.


მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:  კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები, ცესტოდები  1 ტაბლეტი 25კგ ც.წ-ზე, ტრემატოდები – 1 ტაბლეტი 16კგ ც.წ-ზე.

 

ღორი: კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები, 1 ტაბლეტი 20კგ ც.წ-ზე.

 

ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები 1 ტაბლეტი 30კგ ც.წ-ზე ფილტვის ნემატოდები – 1 ტაბლეტი 7,5კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას 20°C ტემპერატურაზე. 


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად