ალბექსი 400 / Albeks 400

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში;


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა:  მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ფრინველი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 400მგ.


გამოყენების ჩვენებები


ცხენის, მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, სხვა ცხოველების, ფრინველის დეჰელმინთიზაცია, მათ შორის:


ცხენი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი:


კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი.


ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი.

ტრემატოდები: ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზები.

ღორი:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი.

ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდიოზი, ჰეტერაკიდოზი


გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევათ პერორალურად, ერთჯერადად, დიეტის გარეშე ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით საკვებთან ერთად. 


მსხვილფეხა პირუტყვი, ირმები, აქლემები, ველური მცოხნავები:


კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები, ფილტვის ნემატოდები -1ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე), ცესტოდები 1ტაბლ./55კგ ც.წ-ზე (7.5მგ/კგ ც.წ-ზე); ტრემატოდები - 1 ტაბლ /30კგ ც.წ-ზე (15 მგ/კგ ც.წ-ზე).

ცხვარი, თხა: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები, ფილტვის ნემატოდები, ცესტოდები - 1 ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე);

ღორი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები _ 1 ტაბლ/25კგ ც.წ-ზე (17მგ/კგ ც.წ-ზე).

სხვა ცხოველები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები, ცესტოდები -1ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე).

ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები - 1ტაბლ/25კგ ც.წ-ზე (17მგ/კგ ც.წ-ზე); ფილტვის ნემატოდები  - 1 ტაბლ/30კგ ც.წ-ზე (15 მგ/კგ ც.წ-ზე)


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.


ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

იხილეთ სრულად