აპსა ვიტა C 250 (Apsa Vita C 250)

C ვიტამინის 25%-იანი დანამატი, გამოიყენება ვეტერინარიაში ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის, ღორისა და კურდღელისათვის

მწარმოებელი: Andres Pintaluba, s.a.    ესპანეთი


I. ზოგადი ცნობები


1.    აპსა ვიტა C 250 (
Apsa Vita C 250), პერორალურად მისაღები ხსნარი წარმოადგენს C ვიტამინის 25%-იანი დანამატს, გამოიყენება ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენისა და კურდღელისათვის.

 

2.    აპსა ვიტა C 250  1 ლიტრი შეიცავს: C ვიტამინს (L-ასკორბინის მჟავა) 250გ.

 

3.    დაფასოებულია მუყაოს კოლოფში და მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 1ლ ბოთლებში;  5ლ კანისტრასა და 25ლ დოლურაში.
დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები. წარწერა "გამოიყენება ვეტერინარიაში" პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია წარმოების თარიღიდან 18 თვე

 

II. ბიოლოგიური თვისებები

 

4.    აპსა ვიტა–C 250 მძლავრი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას სტრესის გამომწვევი საშუალებების და უჯრედის ჩვეულებრივი მოქმედების შედეგად წარმოშობილი თავისუფალი რადიკალების დეაქტივაციის გზით. ანტიოქსიდანტური მოქმედება აგრეთვე სასარგებლოა ნაყოფისთვის, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში.

 

5.    აპსა ვიტა–C 250 ეფექტურად შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ (შეითვისება დაახლოებით 80%) და იქიდან ნაწილდება ცხოველის ქსოვილებში.

 

6.    ხელს უწყობს სპერმატოზოიდების დაცვას ჟანგვის უარყოფითი ეფექტისგან და აუმჯობესებს ნაყოფიერებას. მისი ფიზიოლოგიური როლი მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ მამრებში, რადგან ის მონაწილეობას იღებს სპერმის წარმოების, განვითარების, მომწიფების პროცესსა და ტესტოსტერონის სინთეზში.


აუმჯობესებს ფრინველისა და ცხოველების იმუნოლოგიურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. აკმაყოფილებს C ვიტამინის ფიზიოლოგიურ მოთხოვნას და აუმჯობესებს ცხოველის იმუნურ რეაქციას.
აპსა ვიტა–
C 250-ზე მოთხოვნა მაღალია პათოლოგიური პროცესების შემთხვევაში (პარაზიტული დაავადებები, ინფექციები, სიმსივნები და ა.შ.) და სტრესულ მდგომარეობებში (განსაკუთრებით სიცხით გამოწვეული).

 

III.     გამოყენების ჩვენებები


7.    აპსა ვიტა–C 250  მაღალსტაბილური წყალში ხსნადი  C ვიტამინის 25%-იანი დანამატი, გამოიყენება ფრინველების, მსხვილფეხა (ხბო), წვრილფეხა (თხა, ცხვარი) პირუტყვებისა და ღორებისთვის.
-    აუმჯობესებს სისხლის კოაგულაციას და ხელს უწყობს ჯანსაღი ღვიძლის, გულის და კუნთების შენარჩუნებას.
-    აძლიერებს სისხლძარღვებს (ხელს უშლის მათ სიმყიფეს) და კუნთებს.
-    ანტიოქსიდანტური მოქმედება, რომელიც საჭიროა ფიზიოლოგიური ფუნქციების სათანადო მოქმედებისთვის უზრუნველყოფს რეზისტენტულობას ინფექციების მიმართ, ასევე ზრდის რეპროდუქციულ ეფექტურობას.
-    უჯერი ცხიმ-მჟავების სტაბილიზაციის მეშვეობით ხელს უშლის უჯრედის ნორმალურად ფუნქციონირების შეცვლას (ანტიოქსიდანტური ქმედება).
-    ეხმარება იმუნურ სისტემას ინფექციური დაავადებების და სხვადასხვა პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
-    ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოქმნას.
-    ხელს უწყობს ძვლების ზრდას;
-    ამცირებს სტრესისადმი მიდრეკილებას, რომელიც გამოწვეულია ვაქცინაციის, დაავადების, ტრანსპორტირების, მაღალი ტენიანობის, მაღალი ტემპერატურის ან ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებით.

 

8.     გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

ფრინველს, ღორს: 0.25მლ/ლ წყალში;
ხბოს, თხას და ცხვარს: 0.1მლ/ლ წყალში;
მსხვილფეხა პირუტყვი: 0.2მლ/ლ წყალში;  

 

9.     გამოყენებისას უკუჩვენებები მითითებული არ არის;

 

10.     დაყოვნების პერიოდი საჭირო არ არის. არ ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენებს ხორცში, რძეში, კვერცხში, ორგანოებში და ა.შ.

 

IV.     პირადი პროფილაქტიკის ზომები

 

11.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.