აპსა პოლივიტ AD3EKC / Apsa Polivit AD3EKC

Apsa Polivit AD3EKC


ვიტამინების დანამატი, იმუნოლოგიური რეაქციის სტიმულატორი. გამოიყენება ვეტერინარიაში ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენისა და კურდღლებისთვის
მწარმოებელი: Andres Pintaluba, s.a. ესპანეთი

I.    ზოგადი ცნობები

1.    აპსა პოლივიტ AD3EKC (Apsa  Polivit AD3EKC), პერორალურად მისაღები ხსნარი წარმოადგენს ვიტამინების დანამატს, იმუნოლოგიური რეაქციის სტიმულატორს და გამოიყენება ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენისა და კურდღელისთვის.


2.    აპსა პოლივიტ AD3EKC, პერორალურად მისაღები ხსნარის 1 ლიტრი შეიცავს:
კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ქლორიდს, ვიტამინებს, პროვიტამინებს და ქიმიურად კარგად განსაზღვრულ ნივთიერებებს, რომელთაც მსგავსი ეფექტი აქვთ:

ვიტამინი A - 20 000 000 სე; ვიტამინი D3 - 5 000 000 სე; ვიტამინი E (RRR-α--ტოკოფეროლის აცეტატი) -15 000 სე; ვიტამინი K3 - 1.6 გ; ვიტამინ C - 3.3 გ-ს;

 

3.    ვიტამინების დანამატი დაფასოებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 1ლ ბოთლებში,  5ლ კანისტრასა და 25ლ დოლურაში.

დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები. წარწერა "გამოიყენება ვეტერინარიაში" პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ გრილ, მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისია წარმოების თარიღიდან 2 წელი.

II.    ბიოლოგიური თვისებები


4.    აპსა პოლივიტ AD3EKC არეგულირებს ადსორბციის პროცესს და კალციუმ-ფოსფორის ბალანსს ორგანიზმში. სისხლში მაკრო ელემენტების სწორი დოზის შენარჩუნებით და ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას.

 

5.    უჯერი ცხიმის მჟავების სტაბილიზაცია ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უშლის უჯრედის ნორმალურად ფუნქციონირების შეცვლას და ხელს უწყობს ჯანსაღი ღვიძლის, გულის და კუნთების შენარჩუნებას.

III.    გამოყენების ჩვენებები


6.    აპსა პოლივიტ AD3EKC ვიტამინების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს იმუნური რეაქციის სტიმულირებას ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების გაძლიერებით, შედეგად იზრდება ცხოველების წინააღმდეგობის უნარი ინფექციების მიმართ.

ვიტამინების დანამატი, ორგანიზმში სწრაფად შეთვისებად ცხიმში ხსნად ვიტამინებს შეიცავს და გამოიყენება ცხოველების ფართო სპექტრთან:


-    ახორციელებს იმუნური რეაქციის სტიმულაციას, არეგულირებს მინერალურ ბალანსს;
-    ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური მექანიზმების გაძლიერებას, ინფექციებისა და სხვადასხვა დაადებების დროს იმუნური რეაგირების გაუმჯობესებას;
-    იწვევს კუნთოვანი სისტემის ოპტიმალურ ზრდასა და განვითარებას;
-    აუმჯობესებს სისხლის ოპტიმალურ შედედებასა და აღადგენს სისხლის დანაკარგს სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში.
-    აუმჯობესებს ნაწლავიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვას სისხლძარღვების გაძლიერების გზით.

 

7.    ვიტამინების დანამატი ეძლევა პერორალურად სასმელ წყალთან ერთად:
ფრინველს, ღორს, მსხვილფეხა პორუტყვს, ცხვარსა და ცხენს: 1-2 მლ/ლ-ზე;
კურდღელს: 0.5-1 მლ/ლ-ზე;
მკურნალობის კურსი 5-7 დღე. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ

 

8.    გამოყენებისას უკუჩვენებები მითითებული არ არის;

 

9.    დაყოვნების პერიოდი საჭირო არ არის. არ ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენებს ხორცში, რძეში, კვერცხში, ორგანოებში და ა.შ.

IV.    პირადი პროფილაქტიკის ზომები


10.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.

 

11.    კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდ ოდენობის წყლით

 

12.    ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა ან პრეპარატის შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი).